- პროექტის სახელწოდება: ერთი ცა გვაქვს ,ერთი მიწა მოუაროთ დედამიწას
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:ყველა ადამიანმა შეძლოს მოინდომოს და დაიცვას ბუნება,რადგან
ბუნება ჩვენი სიცოცხლის ნაწილია მისი წყალობით გვაქვს ჰაერი,წყალი,მისი წყალობით ვართ და უნდა ვიყოთ
ჯამრთელები.გაუფრთხილდეთ ბუნებას,დავიცვათ
განადგურებისაგან.
- პროექტის აქტუალობა: საქართველოში მეტად მწვავედ დგას 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გლობალური ეკოლოგიური პრობლემა ,მათ შორის
აღსანიშნავია ატმოსფეროსა და წყლის რესურსების დაჭუჭყიანება, მინერალური სასუქების
არარაციონალური გამოყენება, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს
დაბინძურება ,ტყის ფართობების შემცირება
- პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან გარემოს დაბინძურების გამომწვევ მიზეზებს. იმსჯელებენ და გააცნობიერებენ გარემოს
დაბინძურების შედეგად წარმოქმნილ რისკებს აიმაღლებენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას
- მონაწილეთა ასაკი: 15-17 წ
- ვადები ხანგრძლივობა: 6 თვე
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:საინფორმაციო ბუკლეტები,ბანერები ამკრძალავი ნიშნებით, პროექტის მსვლელობის ამსახველი ფოტო და ვიდეო კოლაჟი, ნარჩენებისგან გასუფთავებული ტერიტორიები,
ახალი სკვერი, სასკოლო ღონისძიება "ერთი ცა გვაქვს ერთი მიწა მოუაროთ დედამიწას"
- პროექტისათვის საჭირო რესურსები:კომპიუტერი,წიგნები,ფოტო და ვიდეო გადამღები პროექთორი,თაბახის ფურცლები,მარკერები, ნერგები,ყვავილების თესლები,სამუშაო იარაღები,ბარი ,თოხი ვედრო სამუშაო ხელთათმანები,ტომრები
- პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): ა)ინტერესის აღძვრის მიძნით ვაჩვენებთ ფილმს სადაც ჩანს გაჩეხილი ტყეები,ნარჩენებისგან დაბინძურებული ტერიტორიები,მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა (ღია საკანალიზაციო ჭები,...) ბ)გონებრივი იერიშიახდენს თუ არა და როგორ გავლენას ახდენს მსგავსი გარემო ჩვენს განწყობაზე, ჯამრთელობაზე.მნიშვნელოვანია თუ არა ჩვენს გარშემო იყოს ლამაზი ადგილები.შეგვიძლია თუ არა ჩვენი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გავაშენოთ სკვერი.როგორ გესმით ეკოლოგიურად სუფთა გარემო ფლობთთუ არა რაიმე ინფორმაციას ეკოლოგიაზე.როგორ მოიძიებთ მეთ ინფორმაციას. გ)მოსწავლეები იძიებენ საჭირო ინფორმაციებს სხვადასხვა წყაროებიდან დ)მოსწავლეები გადიან სხვადასხვა ლოკაციებზე და ახდენენ ფოტო და ვიდეო გადაღებას .აწარმოებენ მოსახლეობის გამოკითხვას . ე)მოსწავლეები ახდენენ მოსახლეობის გამოკითხვის ანალიზსა და დახარისხებას შედეგებს წარმოადგენენ დიაგრამებისა და ცხრილების საშუალებით დ)მოსწავლეები ამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებსა და ბანერებს ამკრძალავი ნიშნებით და ბუკლეტებს ურიგებენ მოქალაქეებს ბანერებს აკრავენ სხვადასხვა ლოკაციებზე. ე)მოსწავლეები ასუფთავებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას და მოუწოდებენ მოსახლეობას შემოუერთდნენ მათ. ვ)სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნერგებისა და ყვავილების დარგვა ზ)სლაიდების შექმნა გაწეულ მუშაობასთან დაკავშირებით. თ)სასკოლო ღონისძიება
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:ა
პროექტი
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment