გაკვეთილის გეგმა


         გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი,გვარი,პირადი ნომერი:ირმა ნადირაძე,
საგანი :მათემატიკა                 
სასწავლო საფეხური/კლასი:    საბაზო,IXკლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:       6
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეებმა შეძლონ       კვადრატული ფუნქციის გრაფიკის აგება,მოახდინონგრაფიკის წანაცვლების ანალიზი და კვლევა სხვადასხვა კომპიუტერული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით.
მათ.IX.6 მოსწავლეს შეუძლია ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება სიდიდეებს შორის დამოკიდებულებების აღსაწერად და გამოსაკვლევად.მოცემული ფუნქციის მნიშვნელობების ,ნულების,მაქსიმუმის,მინიმუმის,ზრდადობის ,კლებადობის პოვნა.
ისტ.ტექ.მოსწავლეს შეუძლია ისტ.-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.იცის ისტ.-ისგამოყენების სფეროებიდა აცნობიერებს მის უპირატესობას.






                აქტივობის აღწერა



გამოყენებული მეთოდი /მეთოდები

კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები



სასწავლო რესურსი




დრო
   წთ
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა,თვითშეფასების კითხვებისა და შემოსასვლელი ბარათების დარიგება

საერთო საკლასო



2წთ
2
შემოსასვლელი ბარათების საშუალებით წინარე ცოდნის გააქტიურება

საერთო საკლასო
დანართი2
4წთ.





3
მოსწავლეებს ვაცნობგაკვეთილის მიზანს და ინტერესის აღძვრის მიზნი პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ სხვადასხვა საგნების სურათებს ,რომელთაც პარაბოლას ფორმა აქვს და მივმართავ კითხვით რა აქვთ მათ საერთო .მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ ვარაუდებს სიძნელეს არ წარმოადგენს იმის შემჩნევა რომ ამ საგნებს ერთნაირი ფორმა აქვთ ერთ-ერთ მოსწავლეს ვთხოვ გამოსახოს მსგავსი ფორმის მრუდი დაფაზე.ამის შემდეგ მოსწავლეებს ვკითხავ რა საერთო შეიძლება ქონდეთ ამ სხეულებს ჩვენს გაკვეთილთან .მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს.რადგანაც მათ იციან რომ ფუნქციის გრაფიკი არის წირიგაკვეთილის თემიდან გამომდინარე სავარაუდოდ ჩათვლიან რომკვადრატული ფუნქციის გრაფიკს აქვს მსგავსი ფორმა  













კითხვა პასუხი





საერთო საკლასო





კომპიუტერი,პროექტორი,ცარცი,დაფა






4წთ
4
პროექტორის საშუალებით  ეკრანზე ვხსნი საგანმანათლებლო რესურს GeoGebras (რომელიც წინასწარ მაქვს  ჩამოტვირთული ჩემს კომპიუტერში) და ვიყენებ ფაილს რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ავაგოთ ნებისმიერი ფორმის ფორმულით მოცემული კვადრატული ფუნქციის გრაფიკი.
განვიხილავთ სხვადასხვა შემთხვევებს.მოსწავლეებს ვთხოვ დააკვირდნენ გრაფიკის ცვლილებას პირველი კოეფიციენტის ცვლილებისას,როცა დანარჩენი კოეფიციენტები ნულებია და გამოიტანონ დასკვნა.მოსწავლეები აკეთებენ დასკვნას და
ჩანაწერს დაფაზე (ერთ-ერთი) და დანარჩენი რვეულებში.ანალოგიურად იქცევიან სხვა კოეფიციენტების ცვლილებისას.

















გონებრივი იერიში











საერთო საკლასო











კომპიუტერი,პროექტორი,
ცარცი დაფა





20 წთ
5
მოსწავლეებს ვავალებ იმუშაონ წყვილებში და გრაფიკზე დაყრდნობით გამოიტანონ დასკვნები როცა პირველი კოეფიციენტი დადებითია(უარყოფითია)  ფუნქციის გრაფიკზე მოიძებნება თუ არა ისეთი წერტილი რომლის შესაბამისი ფუნქციის მნიშვნელობა უდიდესია/უმცირესია.რამდენია ასეთი წერტილი .გააკეთეთ დასკვნა.
მოსწავლეები აკეთებენ დასკვნას რომლის შემდეგ განუმარტავ მათ რომ ამ წერტილს ეწოდება ფუნქციის გრაფიკის წვერო,რომლის კოორდინატებია      (-b/2a;-D/4a), ფუნქციის გრაფიკს კი პარაბოლა ეწოდება. რომელსაც მრავალი მნიშვნელოვანი თვისება აქვს,რომელიც ტექნიკაში.გამოიყენება .და სლაიდით ეკრანზე გამოდის ეს თვისებები.








წყვილებში მუშაობა







დანართი









8წთ
6
მოსწავლეებს ვავალებ გადავიდნენ გაზიარებულ ბმულზე და შეასრულონ სავარჯიშო

ინდივიდუალური

5 წთ
7
ვაძლევ საშინაო დავალებას რომელიც მონიტორზე იწერება და ვაფასებ თან დართული სქემის მიხედვით




2წთ





















დანართი1                   
  




















              
მოსწავლის თვითშეფასების          კითხვარი
ყოველთვის
იშვიათად
არასოდეს
1ყურადღებით ვუსმენ მასწავლებელს თუ რას დავაკვირდე კონკრეტული დავალების შესრულების დროს



2.თუ რაიმე გაუგებარია დამატებით ვეკითხები მასწავლებელს



3.აქტიურად ვარ ჩართული ყველა დავალების შესრულებაში



4.ვარ ჯგუფის აქტიური მონაწილე



5 საჭიროების შემთხვევაში მე ვეხმარები მეგობარს



6.ჩემთვის გაკვეთილზე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო

7.გაუგებარი იყო

8.გაკვეთილი მომეწონა იმიტომ რომ

9.რას ვისურვებდი მომავალში



No comments:

Post a Comment